среда, 2 ноября 2016 г.

მსახიობი და რეჟისორი  ნანა მჭედლიძე
"დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან"

-  ყველას და ყოველივეს მიავიწყდა ეს გენიალური მსახიობი.90 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე გარდაიცვალა.როგორც ნიკოლოზ ლორთქიფანიძემ დაწერა " დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან". სამწუხაროა,რომ არცერთი მაღალჩინოსანი და არცერთი სახელოვნებო წრის წარმომადგენელი არ დასწრებია მის დაკრძალვას.

დაკრძალვის პროცესიას  მხოლოდ მისი ყველაზე ერთგული მაყურებლები "ხონელები" მიუძღვებოდნენ მარტო. ის ყოველგვარი პომპეზურობის გარეშე მიაბარეს მიწას წყნარად, მშვიდად თითქოსდა არც კი ყოფილა ამ ქვეყანაზე.ბევრი ფილმის ავტორი და უბრალოდ ქალი, რომელმაც ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა. მისი კინო როლები ძალიან სახასიათო და ერთობ საინტერესო იყო.საქართველოს სახალხო არტისტი 1926 წელს ხონში დაიბადა. ჯილდოები,პრემიები,პრიზები მას მუდამ ამკობდა და ამშვენებდა.მასზე წერდნენ, მასზე საუბრობდენე, მის ყოველ გამოჩენას მაყურებელი ეკრანზე სიხარულით ელოდებოდა,ის ერთადერთი გენიალური მსახიობი ქალია, რომელმაც მაყურებელს თავი დაამახსოვრა "იმერული იუმორით" ის ყველა ოჯახის სტუმარი იყო და რჩება დღემდე.
ჯილდოები: თეირანის IV მსოფლიო კინოფესტივალის 2 “ოქროს ვერძი”-ის მფლობელი;ფრუნზეს საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელი;საქართველოს სახალხო არტისტი;
სოხუმის კინოფესტივალის გრან–პრის მფლობელი;ბათუმის კინოფესტივალის გრან–პრის მფლობელი;მინსკის საკავშირო კინოფესტივალის გრან–პრის;მფლობელი;ობერჰაუზენის მსოფლიო კინოფესტივალის გრან–პრი პრიზი;ფლორენციის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან–პრის პრიზიორი და
ღირსების ორდენი კავალერი. მისი ანდერძის თანახმად ნანა მჭედლიძე მშობლიურ ქალაქ ხონში მიაბარეს მიწას...

ავტორი: ლ.ურიდია

Комментариев нет:

Отправить комментарий