სოლომონ დოდაშვილი და პუბლიცისტიკა
ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე,ენათმეცნიერი, ფილოსოფიის დოქტორი სოლომონ დოდაშვილი, რომელის მოღვაწეობის პერიოდში დაარსდა ქართული პირველი ყოველკვირეული გაზეთი „ტიფლისი უწყებანი“(1828-1832) წლებში, რომლის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი იყო სოლომონ დოდაშვილი. როგორც მას მემატიანე მოიხსენიებს იმდრისთვის პირველი ჟურნალისტი და პუბლიცისტი. ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის 1832 წლის “შეთქმულების“ ერთ -ერთი წევრი.
სოლომონ დოდაშვილმა განათლება მიიღო პეტერბურგის უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე და აქვე მიენიჭა ფილოსოფიის დოქტორის წოდება.მას პეტერბურგის უნივერსიტეტში შესთავაზეს დარჩენა,რომ მას იქვე გაეგრძელებინა მისი მოღვაწეობა.მიუხედავად ამისა მან მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში დაბრუნებულიყო. მან იცოდა რა იმდროისთვის ქართული კულტურა და ზოგადად ქართველი ხალხის მსოფმხედველობა მეტად რუსული იყო და ერს გაუცხოება ეტყობოდა.
სოლომონ დოდაშვილმა 1820-იან წლებში აქტიურად დაიწყო მოღვაწეობა იმ ხანად.ის მიხვდა, რომ ხალხში მძლავრად გამეფებულა რუსოფიკაცის კვალი. სწორედ ამის გამო გადაწყვიტა,რეფორმების ჩატარება და ხალხში მძლავრად გამჯდარი რუსული კვალის მოსპობა.
იმდროის რუსეთის იმპერიას კარგად ქონდა დაცდილი ქართველი ხალხის ჩაგვრის „მდიდარი გამოცდილება“ ერთმორწმუნე ჩრდილოელმა მეზობელმა მალევე გააუქმა 15 საუკუნოვანი ქართული „მართლმადიდებლური ეკლესიის“ ავტოკეფალია და გადააქცია იგი რუსული სინოდის საქართველოს საეგზარქოსდ.ამით ქართველმა ხალხმა დაკარგა ის სულიერი საყდარი, რომელიც საუკუნეების მანძილზე კრავდა და აერთიანებდა ქართველ ერს.აქედან გამომდინარე რუსეთის სახელმწიფოს ძალაუფლება ერთმნიშვნელოვნად გაბატონებისა და ზეგავლენის მომხდენი იყო ქართულ სახელმწიფოზე, რომელსაც ის „ რუსეთის გუბერნიად“ მოიხსენიებდა.
სწორედ ასეთი მძიმე პოლიტიკური ველის დანგრევა და ქართული სახელმწიფოს სუვერენული უფლების შენარჩუნება სურდა სოლომონ დოდაშვილს.მისი თქმით იმდროის საქართველოში არავის არ აინტერესებდა ქვეყნის კეთილდრეობა „არც კაცსა და არც ქალს“ ისინი მხოლოდ დღევანდელობით ცხოვრობდენენ და ხვალინდელი დღისთვის არ იბრძოდნენ.ხალხში შიშიანობა იყო გამეფებული და თავიანთი თავების კეთილდღეობის სურვილით იყვენე გამსჭვალულნი.
აქედან გამოდიანრე სოლომონ დოდაშვილმა გადაწყვიტა პეტერბურგიდან სამშობლოში ჩამოსულიყო. მას უკვე პეტერბურგშივე ქონდა ჩამოყალიბებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის ფართო პროგრამა და სამომავლო მიზნები,რომლის ხორცშესხმას პრაქტიკაში აპირებდა ქართველი ხალხისთვის.
1827 წლის ივლისში,ყოველმხრივ განსწავლული მეცნიერი,პედაგოგი 22 წლის მოღვაწე უკვე საქართველოშია.მას იმდროისთვის მძიმე ვითარება დახვდა სამშობლოში. რა ვითარებაა ამდროის საქართველოში? მიმდინარეობს ქვეყნის საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების რუსუფიკაცია; ელიტა თითქმის მთლიანად გადასახლებულია რუსეთში; საწინააღმდეგო აზრისთვის ციმბირში ასახლებენ;მმართველობის სისტემა მთლიანდ რუსული ხდება;ხდება ერის ასიმილაცია;ჩამკვდარია კულტურულ-ინტელექტუალური საქმიანობა და ურყევია ცენზურა. როგორც „ივანე აფხაზი“ წერდა იმდროის საქართველოში: “ქართველობა ცხოვრობდა უსაგნოდ,დაეხეტებოდა უგზოოდ,ვითარება ბნელსა ღამესა შინაიყო“. ასეთმა ვითარებამ ქვეყნისამ სოლომონ დოდაშვილზე შემზარავი შთაბეჭდილება მოახდინა. მისი თქმით: „იგი ფიქრობდა,რომ ასეთი მძიმე ვითარებიდან გამოსაყვანად საჭირო იყო ბრძოლა და მუხლჩუხრელად შრომა რომ ქართველ ხალხს გაჩენოდა უფრო უკეთესი მომავლის სურვილი და ერი მეტად ნაკითხი და განათლებული ყოფილიყო, რომ შესძლებოდათ მომავალი თაობებისთვის სათანადო სწავლა განათლების მიცემა და ქვეყნის უკეთ ფორმირების შესაძლებლობა.მან შეუძლებელი შესძლო მოახერხა ჯერ კიდევ გაბნეული და იმდროისთვის შემორჩენილი ინტელექტულების ძალების შემოკრება,პოლიტიკური და კულტურული-საგანმანათლებლო საქმიანობის გაშლა და ამით ქართველთა ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძება და ამოძრავება.მისი როლი ძალიან დიდი იყო ქართული ყოველკვირეული გაზეთის „ტიფლისის უწყებანის“ გამოცემის საქმეში, გაზეთის ფურცლებზე იბეჭდებოდა იმდროისთვის მისი პუბლიცისტური წერილები(მოკლე განხილვა ქართული ლიტერატურული სიტყვიერებისა, კრიტიკა და სხვა).ქართულ ჟურნალისტიკაში ეროვნული სულისკვეტების დამკვიდრებისთვის ბრძოლა დაიწყო.მან აკრძალა ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯებულად გავრცობა.ის მოუწოდებდა მამულიშვილებს პატივი ეცათ მათი ქართული ენისა და ლიტერატურისთვის.მიუხედავად დიდი ცენზურისა ის მაინც ახერხებდა გაზეთის ფურცლებიდან ხალხს გაეგო მათთვის სასარგებლო სიახლეები.ის ფიქრობდა,რომ გაზეთი იყო ერთ - ერთი ის საშუალება, რომელიც ყოველი ოჯახის სტუმარი გახებოდა და ხელს შუწყობდა მათი სამომავლო ცხოვრების უკეთ ფორმირებას.რაშიც დიდი როლი მიუძღვის სოლომონ დოდაშვილს თავისი პუბლიცისტიკით.
სოლომონ დოდაშვილი,როგორც დიდი ეროვნული მოღვაწე მან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა ქართველი ხალხისთვის: როგორც პედაგოგმა,როგორც ჟურნალისტმა,მეცნიერმა,მწერალმა,პოლიტიკოსმა და პუბლიცისტმა.სოლომონ დოდაშვილის მოღვაწეობა გვარწმუნებს,რომ ის ნამდვილად იყო ერის მამა რომელსაც ბეწვის ხიდზე მოუწია გავლა. მისი ეროვნული იდეოლოგიის კვალდაკვალ და სულიერი სრულყობა ჰპოვა შემდგომ „ილია ჭავჭავაძეში“ რომელიც სოლომონ დოდაშვილის დატოვებული სქმის გამგრძელებლად შეიძლება მოვიაზროთ მისი თქმით:“დროშა, რომელიც ხელთ გვიპყრია დღეს,სოლომონ დოდაშვილისაგან გვაქვს ნაანდერძებიო“.სწორედ ეს არის ის ისტორიული გარემო,სადაც მოღვაწეობდა სოლომონ დოდაშვილი.ჭეშმარიტად დიდი ეროვნული მოღვაწე,რომელმაც ძალიან ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე 1832 წელს ის დააპატიმრეს რუსეთის ხელისუფლებამ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. ხოლო 1834 წელს გადაახლეს „ვიატკაში“ სადაც ჭლექის დაავადებით გარდაიცვალა.
ეს არის ის პიროვნება,რომლმაც გარდამტეხი როლი შეასრულა ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესში. ის არის ერთ-ერთი პირველი ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის ფუძემდებელი, რომლის კალამსაც ეკუთვნის ბევრი მისი პუბლიცისტური წერილები.
Комментариев нет:
Отправить комментарий