გაბრიელ გარსია მარკესი "მარტოობის ასი წელიწადი"
კოლუმბიელი მწერლის,ნობელის პრემიის ლაურეატის,გაბრიელ გარსია მარკესის 1967 წლის რომანი. "მარტოობის ასი წელიწადი". დღემდე 30-მილიონზე მეტი ტირაჟია გაყიდული მსოფლიოს მასშტაბით. რაც იმას ნიშნავს,რომ რომანმა თავისი სათქმელი უკვე თქვა ის საუკეთესოთა შორისაა და ბევრი ადამიანის სამაგიდო წიგნად რჩება.
მკითხველო ჯერი ეხლა შენზეა. თუ არ წაგიკითხავს ჯერ კიდევ არ არის გვიან აუცილებლად გაეცანი.
ის გამოგზაურებ არარეალურ გამოგონის სამყაროში სადაც მთავარი მოქმედი გმირები ბუენდიოების გვარია,რომლებიც დასახლდნენე გამგონილ სოფელში "მაკონდოში" სწორედ აქ ვითარდება ძალიან ბევრი საინტერესო ისტორია,საინტერესო გმირებით,რომლეებიც მაკონდოში ცხოვრობენ ყველა ბუნედიოს გვარის წარმომადგენელია,ძალიან ბევრი აურელიანოა და კიდევ უფრო მეტი ხოსე არკადიო.
მაკონდოს დაარსების, არსებობისა და განადგურების ასი წელი. ეს მარკესის წარმოსახვის,ფანტაზიის სამყაროა,რომელიც მწერალმა თავის რომანის ფურცლებზე გადმოიტანა და შედევრად აქცია.
სწორედ აქ შეხვდებით ღორის კუდიან ადამიანს, რმელის დაბადება შიშს გვრის. ასევე საინტერესოა ბოშების შემოსვლა და მათი როლი "მაკონდოში", რომელთაც ნელ-ნელა შემოაქვთ ცივილიზაცია სოფელში. ისინი სხვადასხვა ხრიკების, ტყულ- მართლის საშვალებით ცდილობენ ჩამოტანილი ნივთების გაყიდვა. მოსახლეობა მათ ჩამოსვლას სიხარულით ელოდება ისინი განცვიფრებულები არიან ყინულის ნახვით, რომელიც ბოშებმა ჩამოიტანეს სოფელში.
მწერალმა გააერთიანა თითოეულ გმირი თავისი ინდივიდუალური შინარსის სამყაროთი,მიზნებით, ვნებებით და სურვეილებით.მათ აერთიანებთ ერთი საშინელი გრძნობა - მარტოობა,რომელიც საკვანძო სიტყვაა ამ რომანისა.
"მაკონდო იქცა მტვრისა და ნაგვის მორევად,რომელიც ბიბლიური ქარიშხალივით მძვინვარებდა და ტრიალებდა".
"გრიგალი პირისაგან მიწისა აღგვიდა შუშის (თუ შიშის) ქალაქს და ადამიანების მეხსიერებაშიც წაშლიდა სწორედ იმ წამს,როდესაც აურელიანო ბაბილონია პერგამენტების ამოკითხვას დაამთავრებდა,რამეთუ იმ კაცთა მოდგმა, რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისათვის,მეორედ აღარ მოვა ამ ქვეყნად.
 |
გაბრიელ გარსია მარკესი |
რეკომენდაცია მკითხველს: გირჩევ წაიკითხო "მარტოობის ასი წელიწადი" ძალიან მარტივად წასაკითხი რომანია, რომელიც დადებითად განგაწყობს. შეიძლება ის ერთ-ერთი საყვარელი წიგნიც გახდეს შენი. თვალს ვერ მოსწყვეტ რადგან აქ ბევრი საიდუმლო და თავგადასავალი იმალება, რომელიც შენ უნდა აღმოაჩნო და დაგაინტერესოს. " წაიკითხე წიგნი და უკეთესად იქნები".
ავტორი:ლ.ურიდია